Gazzetta - რატომ უნდა ავირჩიოთ კვარაცხელია ფენტეზიში?!
2 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
როლი და მიდრეკილება "ფენტეზის" ახალი სეზონის დაწყებამდე, Gazzetta-ს რედაქციამ კვარაცხელია ფორვარდებს შორის დააყენა და მისი ღირებულება 44 ფანტამილიონით განსაზღვრა. გარე თავდამსხმელისთვის არც თუ ისე ცოტაა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სპალეტის 4-3-3-ი ფორმაციაზე, რომელშიც კვარაცხელია იდეალურად ჩაჯდება. გარდა ამისა, კვარა ახალგაზრდაა და შეუძლია ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდეს. რატომ უნდა ავირჩიოთ? 2001 წელს დაბადებულმა კვარაცხელიამ, საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონატებში ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა. კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 117 შეხვედრაში, კვარამ 22 გოლის გატანა და 24 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. შესაძლოა არც ისე თვალწარმტაცი სტატისტიკაა და ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ "ნაპოლიში" კვარა ჯარიმებისა და პენალტების შემსრულებელი არ იქნება, მაგრამ, მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ გაიბრწყინოს. სპალეტის სისტემაში ჩაჯდომის შემთხვევაში, 10 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა უტოპია ნამდვილად არ იქნება. რატომ არ უნდა ავირჩიოთ? ქართველ ტალანტს საკუთარი შესაძლებლობები არასდროს წარმოუჩენია ისეთ ჩემპიონატში, როგორიცაა სერია ა. უკანასკნელ პერიოდში იტალიური კლუბების მცველები საკმაოდ გაძლიერდნენ და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე მცველებთან მათი შედარება უადგილოა. ფიზიკურად ძლიერ გუნდებთან კვარას ძალიან გაუჭირდება. კვარაცხელიას ფიცხი ხასიათი აქვს და ყვითელი ბარათებისკენაა მიდრეკილი. კარიერის განმავლობაში, მან 20 ყვითელი ბარათი მიიღო. "ფენტეზის" მოყვარულებს რეგისტრაციის გავლა აღნიშნულ ბმულზე შეგეძლებათ.