გავარდნის შემთხვევაში ტოტენჰემს ფინანსური კრიზისი ელის
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტოტენჰემი უზარმაზარი ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას - თუ ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს. ჩემპიონშიპში გავარდნა, სავარაუდოდ, 200 მილიონი ფუნტის შემოსავლის დაკარგვას გამოიწვევს, რაც ჩრდილოეთ ლონდონურ კლუბს აიძულებს, საგრძნობლად შეამციროს ხელფასები, რათა მეორე ლიგის მკაცრი ეკონომიკური რეალობა დაძლიოს.
BBSportNews-ის ცნობით, ფეხბურთის ფინანსების ექსპერტმა, პროფესორმა რობ უილსონმა, გააფრთხილა კლუბი, რომ გავარდნის შემთხვევაში, უპრეცედენტო ფინანსურ კრიზისს მიიღებს.
შემოსავლების თვალსაზრისით, თქვენ დაახლოებით 250 მილიონი ფუნტის საწყისი ვარდნა გელით.
ეს ითვალისწინებს მაუწყებლობის შემოსავალს, კომერციულ შემოსავალს და მატჩების დღის შემცირებას. კლუბს პირველ წელს დამატებით, დაახლოებით 45 მილიონი ფუნტის ანაზღაურებას მისცემენ. ეს შექმნილია კრიზისის ზემოქმედების შესამსუბუქებლად, მაგრამ თუ ტოტენჰემს ამ ტანხის მიღება უნდა, ხელფასების 75%-ით შემცირება მოუწევს. - ვკითხულობთ BBSportNews-ის სტატიაში
ამ მომენტისთვის, ტოტენჰემი მე-18 (გასავრდნ) ადგილზეა. ლონდონელებს მომდევნო მატჩი ბრაიტონის წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში აქვთ ჩასატარებელი.