"გაუშვი და თუ უყვარხარ, დაბრუნდება" - სელტიკმა კვლავ მარტინ ონილი დააბრუნა
ძალიან გამოცდილი და ცნობილი 73 წლის ირლანდიელი მწვრთნელი - მარტინ ონილი, სამწვრთნელო კარიერას კვლავ სელტიკში გააგრძელებს და კლუბს ისტორიაში მესამედ ჩაიბარებს.
ყველაზე საინერესო კი ის ფაქტი არის, რომ იგი სელტიკს ბოლოს 33 დღის წინ წვრთნიდა, შემდეგ კი თანამდებობაზე უილფრიდ ნენსიმ ჩაანაცვლა, რომელიც საშინელი შედეგებისა და გასულ ტურში რეინჯერსთან მარცხის გამო კლუბიდან დაითხოვეს.
Celtic have announced that Martin O'Neill will return to Parkhead for his third spell as manager of the club 🔙🍀
— OneFootball (@OneFootball) January 5, 2026
He only left 33 days ago 🤣 pic.twitter.com/oyfADVNNcF
თავდაპირველად მარტინ ონილი სელტიკის მთავარი მწვრთნელი 2000 წელს გახდა და კლუბში 5 სეზონი ჩაატარა, სადაც შოტლანდიის ჩემპიონატი და თასი 3-3 ჯერ მოიგო.
სელტიკში ონილი მეორედ სულ ახლახანს და სულ რამდენიმე დღით (36 დღით), ბრენდან როჯერსის გათავისუფლების შემდეგ მივიდა და დროებითი მწვრთნელი იყო, მანამ სანამ მას თანამდებობაზე ვილფრინ ნენსი ჩაანაცვლებდა, ახლა კი კვლავ და ამჯერად მესამედ დაბრუნდა და კლუბს 2026 წლის ივნისამდე ჩაიბარებს, სადაც დროებითი მწვრთნელის რანგში იმუშავებს.
შაბათს სელტიკი სახლში დანდი იუნაიტედს დაუპირისპირდება. ამჟამად ისინი შოტლანდიის პრემიერ ლიგაში ლიგის ლიდერ ჰართსს ექვსი ქულით ჩამორჩებიან.