გატუზო: ,,ცოტა სტვენა მესმოდა, შესვენებაზე კი გასახდელში აპლოდისმენტების ფონზე შევედით''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოგებული მატჩი შეაფასა:
„რთული შეხვედრა გამოვიდა. მეტოქის თამაშმა გაგვაკვირვა კიდეც, ჩვენ კი შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა,
კონცენტრაცია არ გვაკლდა, თუმცა ლოკატელი მეტისმეტად უკან იხევდა. ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ვგეგმავდით, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშეთ. ზედმეტად ნელა ვმოქმედებდით, თუმცა შესვენების შემდეგ ბურთი უფრო სწრაფად ავამოძრავეთ და ახლა ფინალი გველის.
მომავალი მეტოქე? ბოსნიაში განსხვავებული ატმოსფერო გველოდება. ამ ნაკრებში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია, ამიტომ კიდევ ერთი ძალიან რთული მატჩი გველის, ისეთივე, როგორიც დღეს გვქონდა.
პატარა სტადიონზე თამაშის გადაწყვეტილებაც გონივრული იყო. დამიჯერეთ, დიდი სტადიონი რომ აგვერჩია, სადაც 70 000 გულშემატკივარი ზის, მათი სულ მცირე 30 პროცენტი შესვენებაზე სტვენას დაიწყებდა. ამის ნაცვლად, ბერგამოს არჩევით სწორად მოვიქეცით - ფანები დაგვეხმარნენ და მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს იმაში, რომ ჩემს ფეხბურთელებზე დამატებითი წნეხი არ ყოფილიყო. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ბერგამოელ გულშემატკივრებს. ძალიან ცოტა სტვენა მესმოდა, შესვენებაზე კი გასახდელში აპლოდისმენტების ფონზე შევედით. მადლობა ბერგამოელებს! ახლა ერთად მივდივართ ამ ფინალისკენ.“ - ჯენარო გატუზო
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ბოსნიას დაუპირისპირდება. თავის მხრივ, ბოსნიელებმა უელსს სტუმრად პენალტების სერიაში მოუგეს.