Belive

გატუზო კვარაცხელიაზე: ,,თითქოს, ბესტს ისევ ვუყურებთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ნეაპოლური გუნდის შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,თითქოს, ბესტს ისევ ვუყურებთ. წარმოუდგენელი სიმსუბუქით წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. ეს არის გუნდი, რომელიც საოცნებო ფეხბურთს თამაშობს,'' - განაცხადა გატუზომ.

იტალიელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,ნაპოლისა'' და ,,მილანის'' შეხვედრაზეც ისაუბრა:

,,ნაპოლი უკვე ორი წელია წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ევროტურნირებზე განსხვავებული მატჩებია. გახსნილი შეხვედრა გველის. ნორმალურია, რომ ნეაპოლელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ, მაგრამ მოსაგებად ორივე გუნდი ითამაშებს.''

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 14 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები