Belive

ბუნდესლიგამ ჰარი კეინისთვის გამონაკლისი დაუშვა, თუმცა ამაოდ

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰარი კეინი "ლაიფციგთან" დისკვალიფიცირებული იყო, მაგრამ თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, "ბაიერნი" 83-ე წუთზე 3:2-ს იგებდა, ინგლისის კაპიტანი კი აპირებდა თავისი კარიერის პირველი მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება გუნდთან ერთად აღენიშნა. იუსუფ პოულსენმა წვეულება ბოლო წამზე გააფუჭა და ბაიერნს გამათანაბრებელი გოლი გაუტანა.

საქმე ისაა, რომ ბუნდესლიგის წესების თანახმად, კეინი მატჩის დასრულებისთანავე მოედანზე არ უნდა ყოფილიყო. BILD-ის ცნობით, DFL-ის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ დისკვალიფიკაციის ქვეშ მყოფი მოთამაშე მოედანზე „თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე და საფინალო სასტვენიდან ნახევარი საათის შემდეგ“ ვერ იქნება. თუმცა, გამონაკლისი სპეციალურად კეინისთვის დაუშვეს, რომ მას პროფესიონალურ კარიერაში პირველი ტიტულის აღნიშვნის შესაძლებლობა ჰქონოდა.

კეინი ბაიერნს 2023 წელს, ტიტულების მოსაგებად შეუერთდა, მას "ტოტენჰემში" გატარებული 10 სეზონის განმავლობაში არაფერი მოუგია და გერმანიაში სადებიუტო სეზონის დროსაც ყველაფერი დაკარგა. მიმდინარე სეზონში, კლუბი გერმანიის თასიდან გამოვარდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი "ინტერთან" დამარცხდა.

სხვა სტატიები