გასულ სეზონში მსოფლიოში ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Transfermarkt-ის მონაცემებით, 2022 წლის პირველი ივლისიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 70 მილიონი ევროთი გაიზარდა, რაც გასული სეზონის რეკორდია.
კვარა, რომელიც პირველივე წელს იტალიის ჩემპიონი და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ახლა 15 მილიონის ნაცვლად, 85 მილიონ ევროდაა შეფასებული.
Top სამეულში ,,ბრაიტონის'' ნახევარმცველი, მოისეს კაისედო და ,,ჩელსის'' ნახევარმცველი - ენცო ფერნანდესი მოხვდნენ. ეკვადორელის ფასმა 69 მილიონით მოიმატა, არგენტინელის კი - 65-ით.
ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Top 10 - ფეხბურთელები, რომელთა ფასი გასულ სეზონში ყველაზე მეტად გაიზარდა: