Belive

გასპერინი: ,,ისტორია იმითაც დავწერეთ თუ როგორ გავხდით ჩემპიონები''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბერგამოს ,,ატალანტას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, ,,ლევერკუზენთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ვფიქრობ, ისტორია იმითაც დავწერეთ თუ როგორ გავხდით ჩემპიონები! ეს უბრალოდ არაჩვეულებრივი იყო - დავამარცხეთ ლივერპული და სპორტინგი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. როცა ლივერპულს შევხვდით, ისინი პრემიერლიგაში პირველები იყვნენ... ახლა კი გერმანიის ჩემპიონებსაც მოვუგეთ!

წარმოუდგენელია! ბიჭებმა დაუვიწყარი შეხვედრა ჩაატარეს...

სამი თავდამსხმელით ხშირად ვთამაშობთ, ამის ყველა პირობა გვქონდა. უნდა გვეცადა, რომ სახიფათოები ვყოფილიყავით, რადგან ეს ფინალი იყო, სადაც ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა! ვიცოდით, რომ ასე თამაში შედეგს მოიტანდა. საოცარი მატჩი გამოვიდა...'' - ჯან პიერო გასპერინი

ევროპა ლიგის ფინალში ,,ატალანტამ'' მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელ ,,ლევერკუზენს'' 3:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.

სხვა სტატიები