Belive

"ატალანტას გაუმართლა, რომ მხოლოდ 6 გოლი გაუშვა" - ფაბიო კაპელო

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ატალანტასა და ბაიერნს შორის გამართულ დაპირისპირებას Sky Sports-თან ინტერვიუში გამოეხმაურა. 79 წლის იტალიელის განცხადებით ატალანტას გაუმართლა, რომ ბაიერნთან მხოლოდ 6 გოლი გაუშვა.

მე გუშინ ვნახე გუნდი, რომელიც მოედანზე ძალიან კარგად მოქმედებდა და მეტოქზე დიდ ზეწოლას ახდენდა, ბურთის ფლობასა და მოედნის ხედვაში ყველამ შტამბეჭდავი ხარისხი გვაჩვენა. ყოველ ჯერზე, როდესაც ბაიერნი ბურთს იბრუნებდა, ისინი პირდაპირ წინ მიდიოდნენ და სივრცეებს კარგად ითვისებდნენ. ასეთი ტექნიკით, ისინი ატალანტას აშკარად დიდ პრობლემებს უქმნიდნენ.

სინამდვილეში ატალანტას გაუმართლა, რომ მხოლოდ 6 გოლი გაუშვა. შეიძლებოდა შედეგი უფრო დიდი სხვაობით დამთავრებულიყო, მაგრამ მეკარემაც რამდენიმე კარგი ბურთი მოიგერია. ეს იტალიური ფეხბურთისთვის გაკვეთილია. ატალანტა ერთადერთი იტალიური გუნდი იყო, რომელიც მერვედფინალში გავიდა მანამდე მათ დორტმუნდი დაამარცხეს, თუმცა გერმანიის საუკეთესო გუნდთან შანსი არ ჰქონდა. - ფაბიო კაპელო

შეგახსენებთ, რომ ატალანტა ბერგამოში ბაიერნთან 1:6 დამარცხდა, საპასუხო შეხვედრა კი 18 მარტს 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები