რაჰიმ სტერლინგმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ევროპა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა "ატალანტამ", შინ ლონდონური გრანდი "არსენალი" მიიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
იტალიურ-ინგლისური დაპირისპირება სანახაობრივი თვალსაზრდისით დიდად საინტერესო არ გამოდგა, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - კერძოდ, რაჰიმ სტერლინგი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 4 სხვადასხვა ინგლისური კლუბის მაისურით ითამაშა.
ინგლისელ ფეხბურთელს ინგლისური გუნდების გარდა სხვაგან არ უთამაშია, ის "ქპრ"-ს აღზრდილია, შემდეგ "ლივერპულის" ახალგაზრდულ და ძირითად გუნდებში უთამაშია, მომდევნო კლუბები "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "არსენალია".
,,მეთოფეები'' ლიგის მომდევნო მატჩს პირველ ოქტომბერს, ,,პარი სენ ჟერმენის'' წინააღმდეგ გამართავენ.