Belive

გასპერინი: ,,ანჩელოტისთან შედარებით, უპირატესობა მაქვს - არასწორ შემადგენლობას ვერ დავაყენებ''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალთან'' მატჩის წინ, ,,ატალანტას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, ყურადღება ტრავმირებულ ფეხბურთელებზე გაამახვილა:

,,ზოგჯერ ფეხბურთში მსგავსი რაღაცები ხდება... რა თქმა უნდა, სასურველია, რომ მატჩებს სრული შემადგენლობით შევხვდეთ და ასეთ შეხვედრებში შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია. მიუხედავად ამისა, ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის ვთხოვ, რომ ბოლომდე დაიხარჯონ.

ამით ერთი უპირატესობა მაქვს, არასწორ შემადგენლობას ვერ დავაყენებ (იცინის). ანჩელოტის კი თერთმეტეულის შერჩევასთან დაკავშირებით მეტი საფიქრალი ექნება. ეს მისთვის დამატებითი ზეწოლაა.

ამ ძალიან პრესტიჟულ მატჩში ვეცდებით, ხალხი ჩვენი ენთუზიაზმით გავაოცოთ. მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ გუნდს ვეთამაშებით და მოტივაცია ძალიან დიდი გვაქვს. - ჯან პიერო გასპერინი

ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ერთმანეთს ,,რეალი'' და ,,ატალანტა'' ხვდებიან. მატჩი დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები