Belive

მოურინიო: ,,მიყვარს მადრიდი და მიყვარს არბელოა, მაგრამ, მინდა, რომ ხვალ მათთვის ყველაფერი ცუდად განვითარდეს''

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, მადრიდის რეალთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,რეალს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, იმდენად მაღალი დონის, რომ თუ გოლს ვერ გავუტანთ, მეტოქე დაგვსჯის. ისინი შეცდომას ელოდებიან.

პროგნოზი რთულია. ვფიქრობ, რამდენი ექსპერტიც არ უნდა აანალიზებდეს ფეხბურთს, არსებობს ერთი რამ, რაც უდავო და ამავდროულად ფანტასტიკურია - თამაშის არაპროგნოზირებადობა. არასდროს იცი, რა მოხდება.

მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდება? სხვა ვარიანტი არ არსებობს... როცა დასაკარგი არაფერი გაქვს, ყველაფერი უნდა გააკეთო. ან მოკალი, ან მოკვდები.

არბელოა? მას მსოფლიოს ნებისმიერი კლუბის მწვრთნელობა შეუძლია და მსურს, რომ მისი ხელმძღვანელობით რეალმა კარგად ითამაშოს. მიყვარს მადრიდი და მიყვარს არბელოა, მაგრამ მინდა, რომ ხვალ მათთვის ყველაფერი ცუდად განვითარდეს. ალვაროსთან არ მისაუბრია, როგორც მწვრთნელს ვერ გავაანალიზებ, რადგან მისი ვარჯიში არ მინახავს. მთავარია, რომ ბედნიერი იყოს. ვერანაირ რჩევას ვერ მივცემ, დღეს მწვრთნელობა ძალიან რთულია. ყოველთვის ბევრი ადამიანია, ვინც შენზე მეტი იცის და ყოველ დღე შენზე საუბრობს.'' - ჟოზე მოურინიო

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, ბენფიკა რეალს უმასპინძლებს. 7 ტურის შემდეგ, რეალი 15 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, ბენფიკა კი 6 ქულით 29-ე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები