'გასართობად არ მცალია' - მიულერი იუნაიტედში შესაძლო ტრანსფერზე
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტომას მიულერი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბაიერნს დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემდეგი ტრანსფერის შესახებ გაურკვევლობაა, გერმანელმა ლეგენდამ რუბენ ამორიმის პრობლემურ იუნაიტედში გადასვლა გამორიცხა. 35 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ წარსულში ეს მიმზიდველი ტრანსფერი იქნებოდა, მაგრამ ახლა გართობას არ აპირებს.
როდესაც ტომასს კითხვა დაუსვეს, მიმზიდველად გამოიყურებოდა თუ არა მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა, ასეთი პასუხი გასცა.
დიახ, ამაზე ვფიქრობდი. იყო მომენტები, როდესაც ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ამის განცდა.
ახლა ამას ნამდვილად არ ვაპირებ. მე არ ვარ მათთვის შესაფერისი ადამიანი და მანჩესტერი არ არის ჩემთვის შესაფერისი კლუბი. მომავალ სეზონში გართობას არ ვაპირებ, თუმცა ვფიქრობ, რომ გართობისთვის ვერც ისინი მოიცლიან. - განაცხადა CBS Sport-თან მიულერმა
მიულერი ბაიერნის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესი ფეხბურთელია. მან 25 წელი გერმანულ გრანდში გაატარა, რომელთაგან 17 წელი ძირითად გუნდში იყო. როგორც ჩანს, ვეტერანი შესაძლოა „'დიდ ლიგაში' გადავიდეს, თუმცა ის ფაქტი, რომ მან იუნაიტედში გადასვლა გამორიცხა, ამ გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ბევრ რამეს ამბობს.