Belive

გარსია კვარას აღნიშვნაზე: ,,სანამ მისი ისრები მე არ მხვდება, წინააღმდეგი არ ვარ”

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,ვერონასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,კვარაცხელია უდინეზესთან მატჩში დაბრუნდა… ახლა გოლის ნებისმიერ ფასად გატანის ზეწოლის გარეშე უტევს და როცა ასე თამაშობს, უპირატესობას ქმნის. დღეს გადამწყვეტი როლი შეასრულა და მის გამო ბედნიერი ვარ.

კვარას ახალი აღნიშვნა? სანამ მისი ისრები მე არ მხვდება, წინააღმდეგი არ ვარ! მას ვკითხავ, რატომ აღნიშნავს ასე.” - რუდი გარსია

სერია A-ს მე-9 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ვერონას” სტუმრად 3:1 მოუგო. კვარაცხელიამ მატჩში დუბლი გაიფორმა.

სხვა სტატიები