Belive

გარსია: ,,კვარას ვუთხარი, რომ ეს აკვიატება არ უნდა იყოს და მშვიდად ითამაშოს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,ბოლონიასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ ხვალინდელ თამაშზე მთლიანად კონცენტრირებულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე გუნდისა და მწვრთნელის ხარისხის შესახებ ვიცით, ბოლონიაში მოსაგებად მივდივართ. ჩემპიონთა ლიგაზე მოგება ადვილი არასდროს არ არის, ახლა კი ქულები ჩემპიონატში უნდა მოვიპოვოთ.

 

იმედი მაქვს, კვარაცხელია გოლს რაც შეიძლება მალე გაიტანს. მას უკვე ვესაუბრე. ვუთხარი, რომ ეს აკვიატება არ უნდა იყოს და მშვიდად ითამაშოს. თამაშისგან სიამოვნება ყველამ უნდა მიიღოს, რადგან ასე ყველაფერი უკეთ გამოგდის და თავდაჯერებულობა გემატება,'' - განაცხადა გარსიამ.

სერია A-ს მე-5 ტურში ,,ბოლონია'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს, მატჩი ხვალ, 20:00 საათზეა ჩანიშნული.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები