გარნაჩომ მანჩესტერთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის შემტევმა - ალეხანდრო გარნაჩომ, "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2028 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა.
“Erik ten Hag and also his coaching staff have helped me improving in every way. I am relishing the future and can’t wait to create more special memories with this group, with our amazing supporters”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 28, 2023
Alejandro Garnacho 2028 🔴🤝🏻 #MUFC pic.twitter.com/i7KicKKheg
„ერიკ ტენ ჰაგი და მისი სამწვრთნელო შტაბი ყველანაირად დამეხმარნენ იმაში, რომ მე უკეთესი გავმხდარიყავი. ვტკბები მომავლით და მოუთმენლად ველოდები ამ გუნდთან და ჩვენს საოცარ მხარდამჭერებთან ერთად, უფრო განსაკუთრებული მოგონებების შექმნას“. - განაცხადა გარნაჩომ.
შეგახსენებთ, რომ გარნაჩო "მანჩესტერ იუნაიტედში" 2022 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ კი მას 17 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავი 2-ჯერ გამოიჩინა. ალეხანდრო გარნაჩოს ორმხრივი მოქალაქეობა აქვს. მას უთამაშია როგორც ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებში, ასევე არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო მომავალში კი გადაწყვეტილი აქვს, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს.