Belive

გიორგი მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი იყო, რომ ქართველი კარის დარაჯი ამ ტიტულს დაიმსახურებდა. გიორგიმ ,,რეალთან” მოგებულ შეხვედრაში მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია, მათ შორის სამი კი ურთულესი იყო. ლა ლიგის ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

35 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 40 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. ბარახას გუნდი მომავალ შეხვედრას 25 მაისს, ,,მალიორკასთან” სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები