გარი ნევილი: "მანჩესტერ იუნაიტედი ფეხბურთელების სასაფლაოდ იქცა"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" კიდევ ერთი უსუსური თამაში შემოგვთავაზა და პრემიერლიგის მე-3 ტურში, საკუთარ მოედანზე, ისტორიულ კონკურენტ "ლივერპულთან" უშანსოდ, 0:3 დამარცხდა. ერიკ ტენ ჰააგის გუნდს სეზონის სტარტზე, 3 მატჩში 1 მოგება და 2 წაგება აქვს. გუნდმა ისევ მოიყვანა რამდენიმე იმედისმომცემი ფეხბურთელი, თუმცა მანჩესტერული გრანდის თამაში ისევ წინა სეზონში მოთამაშე გუნდის გაგრძელებას ჰგავს. კლუბის ყოფილმა მოთამაშემ და ამჟამად ჟურნალისტმა გარი ნევილმა, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ პრობლემაზე ისაუბრა.
მანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ უდიდეს მოთამაშეებს ამ კლუბში მოსვლის არანაირი მოტივაცია არ აქვთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში გუნდი ფეხბურთელების სასაფლაოდ იქცა. მოთამაშეების უმეტესობამ, რომლებიც კარგი რეპუტაციით გადმოვიდნენ, წარმატებას ვერ მიაღწიეს - ეს ეხება როგორც ადგილობრივ მოთამაშეებს, ასევე უცხოელებს.
როდესაც მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, 74 ათასი მაყურებლიდან ოლდ ტრაფორდზე მხოლოდ 25 ათასი ადამიანია დარჩენილი, ეს ტენ ჰააგისთვის პრობლემაა. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ვფიქრობ, რამდენიმე თვე ექნება ახალმოსულების ადაპტაციისთვის, მაგრამ შედეგი იანვრამდე უნდა დაიდოს.
ნოემბრის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედი უნდა იყოს მერვე ადგილზე მაღლა, დეკემბერში კი საუკეთესო ოთხეულში ან ხუთეულში უნდა მოხვდეს, თუ ასე არ იქნება, მწვრთნელის დიდი პრობლემები შეექმნება. - განაცხადა გარი ნევილმა
ამ მომენტისთვის, იუნაიტედი მე-14 პოზიციაზეა, გუნდს 2 გოლი აქვს გატანილი და მასზე ცოტა (1) მხოლოდ "საუთჰემპტონმა" გაიტანა. 14 სექტემბერს, სტუმრად, "ეშმაკები" სწორედ "წმინდანებს" დაუპირისპირდებიან.