Belive

ემანუელ პეტი: "მბაპე თამაშებს მარტო ვერ მოიგებს - ბარსელონა უკეთესი გუნდია"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა - ემანუელ პეტიმ, მიმდინარე სეზონში ბარსელონა და მადრიდის რეალი შეადარა და აღნიშნა, რომ კატალონიური კლუბი გაცილებით უფრო კარგი გუნდი იყო, ვიდრე სამეფო კლუბი.

„ყველამ დაინახა, რომ ბარსელონა მადრიდზე უკეთესი გუნდია. ბარსელონა ძალიან შეკრული და გუნდური კლუბია, მიმდინარე სეზონში საოცრად ითამაშეს და 3 ტიტულიც მოიგეს - ეს მხოლოდ ამ კლუბის სიკარგეზე მიუთითებს,

რაც შეეხება რეალს, მათი ასეთი ჩავარდნა არც მახსენდება, ბოლოს როდის ჰქონდათ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მონდომებითა და სულისკვეთებით თამაშობდა, მბაპე იყო.

თუმცა, მბაპე თამაშებს მარტო ვერ მოიგებს, ამისათვის კი საჭიროა, რომ კლუბი მეტად გაძლიერდეს." - ემანუელ პეტი

შეგახსენებთ, რომ ემანუელ პეტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა და მას 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ გოლიც აქვს გატანილი.

საკლუბო დონეზე კი იგი მონაკოში, არსენალში, ბარსელონასა და ჩელსიში თამაშობდა.

სხვა სტატიები