Belive

გარი ნევილი: "ჩვენ გვეგონა ისტორიაში ყველაზე ტექნიკური ნაკრები გვყავდა"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრებმა მერვედფინალურ დაპირისპირებაში სლოვაკეთს მოუგო და მეოთხედფინალში შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება. გამარჯვების მიუხედავად, ინგლისელებმა ისევ ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს და ძირითად დროში ჯუდ ბელინგემის ფანტასტიკური გოლით გადარჩნენ. ჯუდმა შეხვედრის ბოლო წუთზე გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. დამატებითი ტაიმის დასაწყისშივე, ჰარი კეინმა სლოვაკებს მეორე გაუტანა და ანგარიში აღარ შეცვლილა (2:1). ინგლისის თამაშის ხარისხი გარი ნევილმა შეაფასა.

"შვება" შესანიშნავი სიტყვაა ჩვენი მდგომარეობის გამოსახატად. თავს უბედურად ვგრძნობდით, ახლა კი მადლობა მხოლოდ იღბალს უნდა გადავუხადოთ. დამატებით დროშიც კი არ გვითამაშია განსაკუთრებულად კარგად, სლოვაკები ახლოს მოვუშვით და ბოლოს არ გაუმართლათ.

ქვეყანაში ყველა ამბობს, რომ თამაშიდან თამაშამდე ამდენი ცვლილება გუნდს ვნებს, მეტი ბალანსი უნდა შეიქმნას. გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ერთთვიანი ტურნირის გავლა ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ - არარეალურია.

ფეხბურთელები პირადად არავის გაუკრიტიკებია, არავინ აყენებს მათ მონდომებას ეჭვქვეშ, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ფეხბურთს კარგად ვერ ვთამაშობთ და გუნდში დისბალანსია. არ ვფიქრობ, რომ კრიტიკა გადაჭარბებულია. ჩვენ გვეგონა, რომ ინგლისის ისტორიაში ყველაზე ტექნიკური ნაკრები გვყავდა, ეს კიდევ არაფერია იმასთან, რაც ჩვენს დაცვას სჭირს - განაცხადა გარი ნევილმა

ინგლისის ცუდი თამაში გულშემატკივრებისგანაც უდიდეს კრიტიკას იმსახურებს. კუნძულელები გერმანიაში ნომერ პირველი ფავორიტის სტატუსით ჩავიდნენ. შედეგის მხრივ, მათ თავს ტრაგედია ნამდვილად არ ხდება, თუმცა, შედარებით ძლიერ მეტოქესთან პოტენციური დაპირისპირება ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებს აშინებთ.

სხვა სტატიები