შესაძლოა, UEFA-მ ჯუდ ბელინგემი დასაჯოს
1/8-ფინალური მატჩში, სადაც ინგლისი სლოვაკეთის ნაკრებს უპირისპირდებოდა, ბელინგემმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანა. საუთგეიტის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში მარცხდებოდა, თუმცა, 95-ე წუთზე მხსნელად ჯუდი მოევლინა. გატანილი მაკრატელის შემდეგ, 20 წლის ფეხბურთელმა ტრადიციული აღნიშვნის შემდეგ, უსიამოვნო ჟესტიც გააკეთა. სწორედ ამის გამო შესაძლოა UEFA-მ ინგლისის ვარსკვლავი დასაჯოს.
წესებში წერია, რომ ნებისმიერი უხამსი ჟესტი ან შეურაცხმყოფელი ქმედება წითელი ბარათით უნდა დაისაჯოს. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, UEFA ამ მომენტს გადახედავს და საჭირო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ინგლისის ნაკრების მოთამაშე მსგავს ამბავში ეხვევა. 2017 წელს, UEFA-მ დელე ალი უხამსი ჟესტის გამო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
შეგახსენებთ, რომ "სამ ლომს" მომავალი მატჩი 1/4-ფინალში ელის, სადაც შვეიცარიას შეხვდებიან. მატჩი 6 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.