Belive

გარი ლინეკერი: "არ მინდა ვთქვა, თუმცა შეიძლება იამალმა მესისა და მარადონას დონეზე ითამაშოს..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ახლა საფეხბურთო მიმომხილველმა - გარი ლინერეკმა, ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ვარსკვლავზე - ლამინე იამალზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ არ სურს ასე ნაადრევად საუბარი, თუმცა იამალმა შესაძლოა მესისა და მარადონას დონეზე ითამაშოს.

"ვფიქრობ, ახლა უსამართლოა ლამინე იამალის შედარება უდიდეს სუპერვარსკვლავებთან. ჩვენ არ გვინდა და არ გვიხდება გატაცებები, თუმცა როგორ გინდა, რომ არ შეაქო ეს ბიჭი და ვინმე უდიდესს არ შეადარო და უდიდესი კარიერა არ უწინასწარმეტყველო.

16 წლის ასაკში ასეთი დიდებული ფეხბურთელი მე არავინ მახსოვს. მესიმაც კი მოგვიანებით დაიწყო უფრო მაღალ დონეზე თამაში. მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ის იქნება მესი ან მარადონა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს, რომ მესისა და მარადონას დონემდე ავიდეს..." - გარი ლინეკერი

შეგახსენებთ, რომ გარი ლინკერი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელია. მას კარიერის განმავლობაში "ლესტერში", "ევერტონში", "ბარსელონასა" და "ტოტენჰემში" უთამაშია.

ინგლისის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 80 მატჩში გატანილი 48 გოლია, რაც ნაკრების ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ფინალი 14 ივლისს გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული და მას ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები