Belive

"შესაძლოა კარიერა ინგლისში დავასრულო" - როდრი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის გამარჯვებულმა როდრიმ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. 28 წლის ნახევარმცველის თქმით, დიდი იმის ალბათობა რომ კარიერა ინგლისში დაამთავროს.

არის შესაძლებლობა, რომ კარიერა ინგლისში დავასრულო. თავს აქ კარგად ვგრძნობ. მიყვარს ინგლისური ფეხბურთი და "მანჩესტერ სიტი" ფანტასტიკური კლუბია. თუმცა, ესპანეთი ჩემი ქვეყანაა და ლა ლიგას სულ თვალს ვადევნებ. - განაცხადა როდრიმ

შეგახსენებთ, რომ როდრიმ ოქროს ბურთი მოიგო და პირველი "ქალაქელი" გახდა, რომელმაც ეს შეძლო.

სეზონის სტარტზე როდრიმ ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე იუქმებს. ესპანელი ნახევარმცველის არ ყოფნა "სიტის" ძალიან დაეტყო. გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ 4 თამაში წააგო და 2006 წლის ანტირეკორდი გაიმეორა.

მანჩესტერელებს ამ სტატისტიკის გამოსწორება "ტოტენჰემთან" შეუძლიათ, რომელთაც 23 ნოემბერს 21:30 საათზე დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები