გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უელსის ნაკრების კაპიტანმა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
"ფრთხილი და გააზრებული განხილვის შემდეგ, ვაცხადებ, რომ კარიერას ვასრულებ. თავს წარმოუდგენლად იღბლიანად ვთვლი, რადგან ავიხდინე ოცნება, რომ დიდი სპორტი მეთამაშა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და მან ნამდვილად ჩემი ცხოვრების რამდენიმე გამორჩეული მომენტი მომცა. 17 მაღალი დონის სეზონის შემდეგ კარიერას ვასრულებ. არ აქვს მნიშვნელობა რას მამზადებს შემდეგი თავი.
"საუთჰემპტონში" ბურთთან ჩემი პირველი შეხებიდან ბოლოს "ლოს ანჯელესში" თამაშამდე, ყველაფრის შედეგად, გამოვიდა საკლუბო კარიერა, რისთვისაც ძალიან დიდი სიამაყე და მადლიერება მაქვს. ჩემი ქვეყნისთვის 111-ჯერ თამაში და კაპიტნობა ნამდვილად ოცნება იყო.
ჩემი მადლიერება ყველას, ვინც თავისი როლი შეასრულა ამ მოგზაურობის დროს. ბევრი ადამიანის წინაშე თავს დავალებულად ვგრძნობ, რომლებიც ჩემი ცხოვრების შეცვლასა და კარიერის ისე ჩამოყალიბებაში დამეხმარნენ, როგორზეც ვერასდროს ვიოცნებებდი 9 წლის ასაკში, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე. მადლობა ჩემს ყოფილ კლუბებს, "საუთჰემპტონს", "ტოტენჰემს", მადრიდის "რეალს" და ბოლოს "ლოს ანჯელესს", - დაწერა 33 წლის აწ უკვე ყოფილმა უელსელმა ფეხბურთელმა.
საკლუბო კარიერაში გარეთ ბეილმა 554 შეხვედრა ჩაატარა, 186 გოლი გაიტანა, 139 საგოლე პასი გააკეთა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 5-ჯერჩემპიონტა ლიგა, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ ევროპის სუპერთასი, 3-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, ერთხელ ესპანეთის თასი და ერთხელ ინგლისის ლიგის თასი მოიგო. კარიერის ბოლო რამდენიმე თვე ბეილმა MLS-ში გაატარა, სადაც MLS-ის თასის და გულშემატკივართა ტიტულის გამარჯვებული გახდა.