Belive

"მადლობა მოგონებებისთვის, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება" - გარეთ ბეილი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

33 წლის ასაკში გარეთ ბეილმა საკლუბო და სანაკრებო კარიერა დაასრულა. უელსელი ვარსკვლავის ბოლო გუნდი ,"ლოს ანჯელესი" იყო, თუმცა, კარიერის საუკეთესო წლები ბეილმა "საუთჰემპტონში", "ტოტენჰემსა" და "რეალში" გაატარა.

"სამეფო გუნდის" შემადგენლობაში ბეილმა ჩემპიონთა ლიგის მოგება 5-ჯერ შეძლო.

Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გარეთ ბეილმა ემოციური ვიდეო, შემდეგი სახელწოდებით განათავსა:

"დაუვიწყარი მოგზაურობა. მადლობა ფეხბურთს მოგონებებისთვის, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება".

სხვა სტატიები