Belive

გარეთ ბეილი 2022 წელს კარიერის დასრულებას აპირებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლონდონის "ტოტენჰემისა" და უელსის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი - გარეთ ბეილი, 2022 წელს კარიერის დასრულებას აპირებს. ბეილი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აპირებს, შემდეგ კი მადრიდის "რეალში" დაბრუნებას, 2022 წელს კი მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი უმთავრდება და სავარაუდოდ კარიერას დაასრულებს. ცნობილი ესპანური გამოცემა AS აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბეილმა "ტოტენჰემში" საკუთარი თავი ამოწურა და ლონდონურ კლუბში თამაში კარგად გამოიყენა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იგი მადრიდულ გრანდში დაბრუნდება, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი კარიერას დაასრულებს. 2022 წლის ივლისში ბეილი 33 წლის გახდება, მისი კარიერის დასრულება კი ცოტა ნაადრევი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ესპანური გამოცება კრიტიკულად უყურებს ბეილის "ტოტენჰემში" დაბრუნებას, სტატისტიკა სხვა რამეს გვეუბნება. ლონდონურ კლუბში დაბრუნების შემდეგ, გარეთ ბეილმა 30 მატჩი 14 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი მადრიდის "რეალში" 2013 წლიდან ირიცხებოდა, სადაც 171 მატჩში ჩაატარა და 80 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები