Belive

ედენ აზარი: "მე და ანჩელოტი დიდი ხანია აღარ ვსაუბრობთ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალისა" და ბელგიის ნაკრების შემტევმა - ედენ აზარმა, დუმილი დაარღვია და მადრიდულ კლუბში მის წარსულსა და მომავალზე ისაუბრა.

"მინდა რეალში დავრჩე. ამას ყოველთვის ვამბობდი. იმედი მაქვს, ვითამაშებ და დავამტკიცებ, რომ ეს ჯერ კიდევ შემიძლია.

ხალხს ეჭვი ეპარება, რომ მოედანზე ფურორით დაბრუნება არ შემიძლია და მე მათი მესმის, მაგრამ მე მომავალ წელს ისევ აქ ვარ. კლუბში ცუდი სიტუაცია მაქვს, მაგრამ ტრანსფერი ჩემს გეგმაში არ არის.

ანჩელოტისა და ჩემს შორის დიდი პატივისცემაა, მაგრამ არ მოვიტყუები, რომ ერთმანეთს ველაპარაკებით, რადგან ასე არ არის. ჩვენ დიდი ხანია ურთიერთობა არეული გვაქვს და არ ვსაუბრობთ, მაგრამ მის მიმართ პატივისცემა ყოველთვის მექნება.

პატივს უნდა ვცე ისეთი ადამიანს, როგორიც ანჩელოტია. თუნდაც იმის გამო, თუ რას წარმოადგენს ის ფეხბურთისთვის და იმისთვის, რაც მან გააკეთა კარიერაში."

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი "რეალში" "ჩელსიდან" 2019 წელს გადავიდა. "სამეფო კლუბმა" ბელგიელ შემტევში £89 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ბონუსებით კი £150 მილიონზე მეტი გადაიხადა.

4 წლის განმავლობაში აზარმა 73 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი გოლით 7-ჯერ, საგოლე გადაცემით კი 11-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები