ჩემპიონთა ლიგა: პლეი-ინის წყვილები ცნობილია
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
30 იანვარს, შვეიცარიაში, უეფას სათაო ოფისში, ჩემპიონთა ლიგის, პლეი-ინის წილისყრა გაიმართა და რვა წყვილი ცნობილი გახდა.
ტურნირის შემდეგ ეტაპზე, ლიგის ფაზის მეცხრედან 24-ე ადგილის ჩათვლით გასული გუნდები ერთმანეთს დაუწყვილდნენ, რის შემდეგაც ასეთი დუელები უნდა შედგეს:
მონაკო - პსჟ
ბენფიკა - მადრიდის რეალი
ყარაბახი - ნიუკასლი
ბოდო/გლიმტი - ინტერი
გალათასარაი - იუვენტუსი
დორტმუნდის ბორუსია - ატალანტა
ბრიუგე - მადრიდის ატლეტიკო
ოლიმპიაკოსი - ლევერკუზენის ბაიერი
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საწყისი მატჩები 17 და 18, ხოლო საპასუხო 24 და 25 რიცხვში შედგება.