გარეთ საუთგეიტი: "ისე ვერ ვთამაშობთ, როგორც გვინდა"
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დანია ინგლისს დაუპირისპირდა. ფრანკფურტში გამართული შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. ანგარიში მატჩის დებიუტში ჰარი კეინმა გახსნა, გამათანაბრებელი გოლი კი ჰიულმანდმა შორეული დარტყმით გაუტანა პიკფორდს. მატჩის მიმდინარეობის მიხედვით, ინგლისი უპირატესობას თითქმის არცერთ მნიშვნელოვან კომპონენტში არ ფლობდა. ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა შეხვედრა უღიმღამოდ ჩაატარა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან გარეთ საუთგეიტმა ისაუბრა.
ცხადია, ეს არ იყო ის, რისი ჩვენებაც გვინდოდა. ამ მომენტისთვის, ბურთის ფლობისას მას ისე ვერ ვიყენებთ, რომ მომენტები შევქმნათ. გუნდებზე ზეწოლა იმაზე მეტად უნდა გავზარდოთ, ვიდრე უკანასკნელ 2 მატჩში. ისე ვერ ვთამაშობთ, როგორც გვსურს.
ჯგუფური ეტაპის მატჩები სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ და პრობლემების გადაჭრაზე ვიფიქროთ, ამისთვის დრო გვექნება.თუ ტურნირზე შორს წასვლა გვინდა, ყველაფრის უკეთ გაკეთება გვამრთებს - განაცხადა გარეთ საუთგეიტმა
C ჯგუფში პირველ ადგილს ინგლისი 4 ქულით იკავებს, 2-2 ქულა აქვთ დანიასა და სლოვენიას, სერბეთი კი ბოლო ადგილზეა 1 ქულით. ინგლისს შედეგის თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე აქვს, რადგან საკუთარ თავზეა დამოკიდებული გავა თუ არა ჯგუფიდან პირველი ადგილით, ბოლო ტურში '3 ლომი' სლოვენიას დაუპირისპირდება.