Belive

"განუმეორებელი ხარ" - კრიშტიანუ რონალდუ პეპეს დაემშვიდობა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპემ 41 წლის ასაკში პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ვიდეოთი გვამცნო. პეპეს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი განათავსა.

მეგობარო, სიტყვებით შეუძლებელია იმის გადმოცემა, თუ რას ნიშნავ ჩემთვის. ჩვენ შევძელით და მოედანზე ყველაფერი მოვიგეთ, მაგრამ უმთავრეს მიღწევად მეგობრობასა და პატივისცემა ვთვლი. განუმეორებელი ხარ. დიდი მადლობა. - კრიშტიანუ რონალდუ.

შეგახსენებთ, პეპესთვის ნაკრებში ჩატარებული 141-ე მატჩი, სადაც პორტუგალია საფრანგეთთან დამარცხდა ბოლო იყო. მას სანაკრებო კარიერაში 8 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება, მან თამაში ბრაზილიაში, კერძოდ კი "კორინთიანს ალოგოანოში" დაიწყო, ამის შემდეგ იყო პორტუგალიური "მარიტიმო", "პორტო", მადრიდის "რეალი", "ბეშიქთაში" და კარიერა საბოლოოდ თავის ყოფილ კლუბ "პორტოში" დაამთავრა. საკლუბო კარიერის განმავლობაში სულ მას 737 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ამ ხნის განმავლობაში გაიტანა 42 გოლი და გააკეთა 36 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები