Belive

"გამიკვირდება თუ ითამაშებს" - პეპი ჰოლანდზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტი" "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს. "ეტიჰადზე" გასამართი მატჩის წინ, პეპ გვარდიოლამ ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორვეგიელის მოედანზე ხილვა ნაკლებად სავარაუდოა.

არ მგონია, რომ ამ უიქენდზე ჰოლანდს მოედანზე ვიხილავთ, მაგრამ შესაძლოა მან ყველა გაგვაოცოს. - პეპ გვარდიოა.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდმა ტრავმა 6 დეკემბერს, "ასტონ ვილასთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ 2 მატჩი გამოტოვა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ნორვეგიელმა ვარსკვლავმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები