Belive

"ომი გინდა? ჩათვალეთ, რომ ახლა უკვე ვიბრძვით" - პეპ გვარდიოლა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში "არსენალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩს დაძაბულობა თან ახლდა, იყო გაძევება, იყო ჰოლანდის დაპირისპირება სხვადასხვა ფეხბურთელებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი "არსენალის" ფეხბურთელმა გაბრიელ მაგალაესმა თქვა, რომ ეს არის ომი და ეს მატჩის შემადგენელი ნაწილია, რაზეც პეპ გვარდიოლამ უპასუხა:

გაბრიელმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მშვენივრად თქვა, რომ ეს არის ომი.

ისინი არ ჩერდებიან და ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? გინდა რომ გამომიწვიო? კარგი მე აქ ვარ. ომი გინდა? ჩათვალეთ, რომ ახლა უკვე ვიბრძვით. - პეპ გვარდიოლა - "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები