გალტიემ დაადასტურა, რომ პსჟ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ლეო მესის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა:
..მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კლუბის ხელმძვანელობა ლეოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სასაუბროდ დაუკავშირდა. არ ვიცი, რა მდგომარეობაა...
ვფიქრობ, მესი ,,პსჟ-ში'' ბედნიერია. თუმცა, გუნდმა ჯერ მასთან კიდევ უნდა გამოხატოს პოზიცია სპორტულ პროექტთან დაკავშირებით,'' - გალტიეს სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.
მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 12 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.
არგენტინელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.