Marca: 'მესი ინტერ მაიამისთან კონტრაქტს ახანგრძლივებს'
Marca-ს ინფორმაციით, მესი ინტერ მაიამისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს - მხარეები ამ საკითხზე შეთანხმდნენ და მუშაობენ. არგენტინელს კლუბთან ერთად ორი ტიტულის მოგება სურს და ამავდროულად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება.
არგენტინელს ამერიკულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება ნებისმიერ დროს შეუძლია. მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდეა ძალაში. მოსალოდნელია, რომ კონტრაქტი მინიმუმ ერთი წლით გაგრძელდება.
წყაროს ცნობით, მაიამის კლუბების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, მესის მთავარი მიზანი გუნდის MLS-ში გაჩემპიონებაა. ინტერ მაიამი ამჟამად აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილზეა, 11 ქულით ჩამორჩება ლიდერ ფილადელფიას, მაგრამ ოთხი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მესის რომელიმე ევროპულ ჩემპიონატში სურდა თამაში, რათა მაღალი კონკურენციის პირობებში მომზადებულიყო მუნდიალისთვის.
👀 Los próximos objetivos de Leo Messi tras la eliminación del Mundial de Clubes: renovación, dos títulos... y preparación para el Mundial
— MARCA (@marca) July 2, 2025
✍️ Informa @juan_castro_10 https://t.co/NJ3dEeMePk