უნიკალური დეტალები მესის გამოსამშვიდობებელ ფორმაზე
6 ოქტომბერს, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ბუენოს აირესის „მონუმენტალისკენ“ იქნები მიპყრობილი - არგენტინის დედაქალაქი ნაკრებიდან ლეო მესის აცილებს.
ამ დღეს „ალბისელესტე“ ამხანაგურ შეხვედრაში ბენინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი ლიონელ მესისთვის ეროვნულ გუნდში უკანასკნელი იქნება. შეახსენებთ, რომ ინტერ მაიამის 39 წლის ვარსკვლავმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ემოციური გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოს გვამცნო.
TNT Sports Argentina-ს ცნობით, გაყიდვაში ჩაშვებიდან სულ რაღაც ორ საათში, 85 000-ვე ბილეთი სრულად ამოიყიდა.
გრანდიოზული გაცილების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ მესი ამ შეხვედრაში სპეციალურად შექმნილი საიუბილეო ფორმით ითამაშებს. ეს მაისური პატივს მიაგებს მის ფენომენალურ 21-წლიან სანაკრებო კარიერას.
Adidas-მა ცისფერ-თეთრზოლიანი უნიკალური მაისურის დეტალები ოფიციალურად წარმოადგინა. დიზაინი, ბუნებრივია, არგენტინის დროშითაა შთაგონებული და დახვეწილი ოქროსფერი ელემენტებითა თუ საზეიმო დეტალებით გამოირჩევა.
მკერდზე Adidas-ის ლოგოს ადგილი მესის პერსონალურმა „M“ ემბლემამ დაიკავა. მესის გვარი და 10-იანი ნომერი ასევე ბრწყინვალე ოქროსფერშია შესრულებული. მისი სახელი დატანილია კისრის უკანა მხარეს არსებულ მზისფორმიან შტამპზეც, სადაც ლეგენდარულ ნომერს დაფნის ტოტების გვირგვინი ამშვენებს.
ნომერს (1-იანს და 0-იანს) ჭრილები აქვს, ერთადერთი რაც 'ადიდასს' არ დაუდასტურებია, სწორედ ეს ჭრილებია - თუმცა ეს აშკარა მინიშნებაა 'თხის რქებზე' (GOAT), როგორც ყველა დროის საუკეთესოს აღმნიშვნელი.
Argentina and adidas drop a special edition Leo Messi collection, which includes a jersey they will wear during the legend’s farewell game against Benin on October 6 🇦🇷🌟 pic.twitter.com/xyzVQd3Hgb
— B/R Football (@brfootball) September 25, 2026