Belive

გალტიე მბაპეს კონტრაქტზე: ,,ეს სპორტს არ ეხება, შესაბამისად, არც მე მეხება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, კილიან მბაპეს კონტრაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა:

,,კლუბი ამ საკითხს უკვე გამოეხმაურა. ეს არ ეხება სპორტს, შესაბამისად არც მე მეხება. მე კონცეტრირებული ვარ გუნდზე, სპორტსმენებსა და ხვალინდელ მატჩზე'' - გალტიეს სიტყვებს L'Equipe ციტირებს.

დღეს, ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა, დაწერა, რომ ,,პსჟ-სა'' და მბაპეს შორის არსებული კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელი გუნდისგან 3 წელიწადში 630 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მას ყველა დროის ყველაზე მაღალანზღაურებად სპორტსმენად აქცევს.

,,პარი სენ ჟერმენმა'' რამდენიმე საათის წინ, Le Parisien-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.


სხვა სტატიები