Belive

რა უთხრა მბაპემ თანაგუნდელებს ფინალური მატჩის შესვენებაზე გასახდელში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში აქ უკვე ყოფილი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები არგენტინასთან პენალტების სერიაში (4:2) დამარცხდა.

პირველ ნახევარში სამხრეთამერიკელებმა ორბურთიანი უპირატესობა შეიქმნეს და მეტოქეს საგრძნობლად აჯობეს. ბოლო ორი მუნდიალის გათვალისწინებით ეს საფრანგეთის ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ტაიმი იყო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, თუ რაზე ისაუბრეს გასახდელში ფეხბურთელებმა და როგორ მიმართა გუნდის ლიდერმა კილიან მბაპემ თანაგუნდელებს.

"ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ეს არის ცხოვრების მატჩი. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ამ მატჩის წაგება არ შეგვიძლია.

ეს არის ფინალი - მსოფლიოს ჩემპიონატი. პირველი ტაიმი უკან დარჩა, მათ ორი გოლი გაიტანეს, ჩვენ წავაგეთ. მაგრამ თამაშს უნდა დავუბრუნდეთ! ბიჭებო, ეს შესაძლებლობა მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ გვეძლევა", - უთხრა მბაპემ თანაგუნდელებს.

https://www.belive.ge/up/mp4/MI1SoyJdkNgum-jp.mp4

შედეგად, "მამლებმა" შეხვედრის შემობრუნება მართლაც მოახერხეს და თავად 23 წლის სუპერვარსკვლავმა ჰეთ-თრიკის გაფორმებაც შეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში უკეთესი არგენტინის ნაკრები გამოდგა და ტიტულს ისტორიაში მესამედ დაეუფლა.

სხვა სტატიები