ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 22-ე ტურის სიმბოლურ XI-ეულში მოხვდა
სერია A-ს 22-ე ტური ოფიციალურად დასრულებულია. ტური "რომასა" და "კალიერის" მატჩმა დახურა, სადაც რომაელებმა ძალიან მარტივი გამარჯვება მოიპოვეს (4:0).
ტურის დასრულების შემდეგ, Sofascore-მ და Whoscored-მა 22-ე ტურის საუკეთესო XI-ეული გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
Sofascore-ის მიერ დასახელებულ ტურის საუკეთესო გუნდში, ხვიჩა კვარაცხელიამ 8.4 შეფასება დაიმსახურა, ხოლო Whoscored-ის მიერ დასახელებული ტურის საუკეთესო XI-ეულში მისი შეფასება 8.7 იყო.
Whoscored-ის მიერ დასახელებული ტურის საუკეთესო XI-ეული
Sofascore-ის მიერ დასახელებული ტურის საუკეთესო XI-ეული
შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ, "ნაპოლი" მე-7 პოზიციაზე 35 ქულით იმყოფება. შემდეგ ტურში, "ნეაპოლური" კლუბი 11 თებერვალს, "მილანის" წინააღმდეგ იასპარეზებს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გატანილი გოლი და 3 შესრულებული საგოლე გადაცემაა.