Belive

გალათასარაი თურქეთის 2024 წლის ჩემპიონია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"გალათასარაი" თურქეთის 2024 წლის ჩემპიონია, სტამბულის გუნდმა ტიტულის დაცვა მოახერხა. თურქეთის სუპერლიგის სეზონის ფინალურ მატჩში "გალათასარაიმ" "კონიასპორი" დამაჯერებლად 1:3 დაამარცხა. მაურო იკარდიმ დუბლი შეასრულა, ბერკან კუტლუმ კი ერთი გოლი გაიტანა.

პარალელურ მატჩში მათმა მთავარმა კონკურენტმა "ფენერბაჰჩემაც" მოიპოვა გამარჯვება, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს წყვეტდა. 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებული 102 ქულით "გალათასარაი" გახდა, რომელმაც ისტორიაში 24-ე ჩემპიონობა იზეიმა. "ფენერბაჰჩემ" სუპერლიგის სეზონში 99 ქულა დააგროვა.

სხვა სტატიები