Belive

"ალისონ ბეკერის ტრანსფერით გალათასარაი ინტერესდება" - თურქული გამოცემა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"გალათასარაი" ალისონ ბეკერის ტრანსფერით ინტერსდება, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah აქვეყნებს. წყაროს ცნობით, ფერნანდო მუსლერას სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და მათი მიზანია, რომ იგი სწორედ ბრაზილიელმა, "ლივერპულის" ამჟამინდელმა მეკარემ ჩაანაცვლოს.

ალისონს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მერსისაიდულმა გუნდმა ქართველი გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონი ევროდ შეიძინა, 1 წლით იჯარით "ვალენსიაში" დატოვა და დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრების მეკარე მომდევნო სეზონიდან სწორედ ბრაზილიელს შეცვლის, ალისონის ტრანსფერზე კი უფრო და უფრო მეტი იწერება.

ალისონ ბეკერი ტრავმის გამო "ლივერპულს" 20 ოქტომბრის შემდეგ ვერ ეხმარება, მას ტრავმის პერიოდში კაოიმჰინ კელეჰერი ცვლის, მიუხედავად ირლანდიელი ფეხბურთელის კარგი ფორმისა, სლოტმა დაადასტურა, რომ დაბრუნების შემდეგ ალისონი კვლავ გუნდის პირველი მეკარე იქნება.

სხვა სტატიები