Belive

გაფრთხილება ბრიტანელ ფანებს: "გერმანული ლუდი გაცილებით ძლიერია"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიაში ჩასატარებელი ტურნირის (ევრო 2024) წინ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოფიციალური რჩევა გაავრცელა. ბრიტანელი ფეხბურთის გულშემატკივრები, რომლებიც ამ ზაფხულს ევროზე მიემგზავრებიან, გააფრთხილეს, რომ გერმანიაში ლუდი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე სახლში.

ინგლისისა და შოტლანდიის მხარდამჭერებს ისიც შეახსენეს, რომ ძლიერი სიმთვარილს შემთხვევაში, შესაძლოა, გერმანულ სტადიონებზე არ შეუშვან.

ლუდი შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, ასე რომ დალიეთ პასუხისმგებლობით, იცოდეთ თქვენი საზღვრები და პატივი ეცით ადგილობრივ კანონებს, თუ ძალიან ბევრს დალევთ, შესაძლოა, არ შეგიშვან სტადიონზე - ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელია, რომ ასობით ათასი ბრიტანელი გულშემატკივარი გაემგზავრება ტურნირზე, რომელიც გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება. დიდ ბრიტანეთში ლუდის ალკოჰოლიანობა, საშუალოდ, 4.4%-ია. გერმანიაში კი ლუდის სიძლიერე 4.7%-დან 5.4%-მდე მერყეობს. რჩევის საპასუხოდ გაკეთდა კომენტარებიც:

რა თქმა უნდა, არის ბევრი რამ, რის შესახებაც შოტლანდიის გულშემატკივრები უნდა გააფრთხილონ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი მათგანია - განაცხადა შოტლანდიის ფეხბურთის მხარდამჭერთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა, პოლ გუდვინმა

14 ივნისს მიუნხენში, ტურნირის გახსნის მატჩში, შოტლანდია გერმანიას შეხვდება, ორი დღის შემდეგ, ინგლისი სერბეთს დაუპირისპირდება, გელზენკირხენში.

უელსმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ ფინალურ ეტაპზე თამაშის უფელბა ვერ მოიპოვეს.

სხვა სტატიები