"საუკეთესოდ ვითამაშეთ" - გარეთ საუთგეიტი
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ინგლისი შვეიცარიის ნაკრებს შეხვდა, ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა - 1:1. ფეხბურთელებმა დამატებით 30 წუთი ითამაშეს, მაგრამ საბოლოოდ 1/2-ფინალისტის საგზურის ვინაობა პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც ინგლისმა 5:3 გაიმარჯვა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. საუკეთესოდ ვითამაშეთ. ბურთთან დაკავშირებით ჩვენ მათ ბევრი პრობლემა შევუქმენით. შვეიცარია ნამდვილად კარგი გუნდია, ძნელია პრესინგი და მათი შეტევებისგან თავის დაცვა, ისინი კარგად მოძრაობენ. ჩვენ ხასიათი და გამძლეობა ვაჩვენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტურნირების მოგება მხოლოდ კარგ თამაშს არ გულისხმობს. - გარეთ საუთგეიტი - ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ინგლისის ეროვნული ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში თურქეთი/ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება.