Belive

გადავა თუ არა კილიან მბაპე მადრიდის რეალში | ფეხბურთელის დამაინტრიგებელი რეაქცია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ El Chiringuito de Jugones-ის ესპანელმა ჟურნალისტმა კილიან მბაპეს ჰკითხა გადავა თუ არა ის მადრიდის "რეალში". ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს დამაინტრიგებელი რეაქციით უპასუხა.

წლებია, კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით არ წყდება საუბრები. არც 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იყო გამონაკლისი. ფრანგი ფეხბურთელი ძალიან ახლოსაც კი იყო, რომ სამეფო კლუბში გადასულიყო, მაგრამ ტრანსფერი კვლავ ჩაიშალა.

შეგახსენებთ, პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც კილიან მბაპემ მესამე ადგილი დაიკავა ლიონელ მესისა და ერლინგ ჰოლანდის შემდეგ.

სხვა სტატიები