Belive

ბენზემა: ,,პსჟ ვარსკვლავების გუნდი არ არის, გარდა დემბელესი, რომელიც ოქროს ბურთის მფლობელია''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის მფლობელმა, კარიმ ბენზემამ, პარი სენ ჟერმენის მთავარ უპირატესობებზე ისაუბრა. ფრანგმა ფეხბურთელმა პარიზული კლუბი მადრიდის რეალს შეადარა:

,,პარი სენ-ჟერმენში იცით რა არის განსაკუთრებული? გამოგყავს სასტარტო თერთმეტეული, გუნდი თამაშობს და თამაშობს... შემდეგ მწვრთნელი მე-60 ან 70-ე წუთზე ცვლილებას აკეთებს და ისინი, ვინც მოედანზე შემოდიან, იმაზე მეტს გაძლევენ, ვიდრე ძირითადის მოთამაშეები. და ესენი, წესით, სათადარიგოები არიან, წარმოგიდგენიათ? ყველამ ზუსტად იცის საკუთარი საქმე და ისიც, თუ რა უნდა შემატოს თამაშს. ძირითადის ფეხბურთელმაც იცის თავისი მოვალეობა და - სათადარიგომაც, იქ არავინ იბუტება იმის გამო, რომ სკამზე მოუწია ჯდომა.

რეალში კი ყველაფერი რთულადაა, რადგან ისინი გუნდურად არ თამაშობენ. შეიძლება გაიბრწყინო, მაგრამ თანაგუნდელის გარეშე ამას ვერ გააკეთებ. პსჟ კი არ არის ვარსკვლავების გუნდი, გარდა დემბელესი, რომელიც ოქროს ბურთის მფლობელია. მაგრამ, ამას მნიშვნელობა არ აქვს - ისინი პრესინგსაც ერთად ცდილობენ, უტევენ კიდეც და იცავენ კიდეც. პარიზში ყველაზე ცნობილი ფიგურა ლუის ენრიკეა, თავად პსჟ კი ნამდვილი გუნდია. წინა ხაზზე ვინც გინდა დააყენე, ყველა ერთი და იმავე სულისკვეთებით თამაშობს, სათადარიგოებიც იმავე ენერგიით შემოდიან. აი, სწორედ ამაშია მათი ძალა.“ - კარიმ ბენზემა

პარი სენ ჟერმენს მიმდინარე სეზონში კიდევ 2 ტიტულის მოგების შანსი აქვს - ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან ლანსს 4 ქულით უსწრებს. გარდა ამისა, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არიან, სადაც მათი მეტოქე მიუნხენის ბაიერნია.

View this post on Instagram

A post shared by Paris No Limit ♥ PSG (@parisnolimit)

სხვა სტატიები