Belive

ენდრიკმა რაულის რეკორდი მოხსნა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგა დაიწყო და ლიგის ფაზის პირველივე სათამაშო დღეს მოქმედმა ჩემპიონებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მადრიდის "რეალმა" სანტიაგო ბერნაბეუზე "შტუტგარტი" 3:1 დაამარცხა. ანგარიში მბაპემ გახსნა, ეს მისი სადებიუტო გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე ახალი კლუბის მაისურით. მე-80 წუთზე მინდორზე ენდრიკი შემოვიდა, ამ დროისთვის რუდიგერის გოლით რეალი უკვე იგებდა 2:1-ს. ბრაზილიელმა შეხვედრის მე-5 დამატებულ წუთზე კარვახალის ასისტით გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამ გოლით ენდრიკმა მოხსნა რეკორდი, რომელიც რეალში 1995 წლიდან არსებობს. ჩემპიონთა ლიგაზე, ლეგენდარულმა რაულმა პირველი გოლი 18 წლისა და 113 დღის ასაკში გაიტანა, ენდრიკი კი 18 წლისა და 58 დღისაა.

ენდრიკს ეს გოლი აქცევს მეორე ყველაზე ახალგაზრდა არაევროპელ მოთამაშედ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანია. ის მხოლოდ განელ პეტერ ოფორი-კუაიეს ჩამორჩება, რომელმაც "ოლიმპიაკოსის" შემადგენლობაში 17 წლისა და 194 დღის ასაკში გაიტანა.

სხვა სტატიები