Belive

გაბრიელი ჰოლანდს: "ეს ბრძოლა მორჩა, სახლში დაგელოდებით"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის ბოლო ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში, "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს" შორის გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრა კონტრავერსიული და მნიშვნელოვანი მომენტებით დახუნძლული გამოდგა. პირველი ტაიმის ბოლოს მოედნიდან ტროსარი გააძევეს, სიტიმ კი ქულა 98-ე წუთზე გადაარჩინა. სტოუნსის გოლს ჰოლანდის პროვოკაციული ქმედება მოჰყვა, მან გაბრიელ მაგალაესს თავში ბურთი განზრახ გაარტყა, თუმცა ამით არ დაუსრულებია. საფინალო სასტვენის შემდეგ ის არტეტას მოუწოდებდა უფრო თავშეკავებული ყოფილიყო და არ 'ეტრაბახა'. სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო გაბრიელ ჟესუსთანაც.

არსენალის მცველმა ჰოლანდის პროვოკაციებს აკადემიურად უპასუხა და განაცხადა, რომ ნაწყენი არ არის.

ნორმალურია, ისინი ბედნიერები იყვნენ ბოლო წუთზე გატანილი გოლის შემდეგ. სახლში თამაშობდნენ, ამიტომ მათი მოვალეობა მატჩის მოგება იყო. ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად გაუძლო წინააღმდეგობას.

ეს არის ბრძოლა, ომი, ამიტომ ნორმალურია პროვოკაციული ქმედებები, ეს თამაშის ნაწილია. ახლა ყველაფერი დასრულდა, ჩვენ მათ სახლში დაველოდებით. - განაცხადა გაბრიელ მაგალაესმა

5 ტურის შემდეგ სიტის 13 ქულა აქვს და პრემიერლიგის პირველ ადგილზეა, არსენალი კი 11 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. არსენალი სიტის, პრემიერლიგის ეგიდით, მომავალი წლის პირველ თებერვალს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები