Belive

CIES Football Obs-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა.

Top ათეულს ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი ლიდერობს, რომელიც 251.4 მილიონ ევროდაა შეფასებული.

სამეულში, ასევე, ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, 221.5 მილიონი) და ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, 205.7 მილიონი) მოხვდნენ.

Top ათეულში ყველაზე მეტი - 4 წარმომადგენელი ,,რეალიდანაა'' (ასევე ასეულშიც - 10 ფეხბურთელი სამეფო კლუბიდან).

CIES Football Observatory 70.5 მილიონ ევროდ აფასებს ,,ნაპოლის'' ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც რეიტინგში 74-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები CIES Football Observatory-ს ვერსიით:

  1. ჯუდ ბელინგემი - 251.4 მილიონი ევრო

  2. ერლინგ ჰოლანდი - 221.5 მილიონი ევრო

  3. ვინისიუს ჟუნიორი - 205.7 მილიონი ევრო

  4. ლამინე იამალი - 180.3 მილიონი ევრო

  5. კილიან მბაპე - 175.2 მილიონი ევრო

  6. ბუკაიო საკა - 157.3 მილიონი ევრო

  7. ფლორიან ვირცი - 151.2 მილიონი ევრო

  8. კოულ პალმერი - 150 მილიონი ევრო

  9. ფილ ფოდენი - 144.6 მილიონი ევრო

  10. როდრიგო - 141.3 მილიონი ევრო (რეალი)

    1. როდრი - 70.6 მილიონი ევრო

    2. ხვიჩა კვარაცხელია - 70.5 მილიონი ევრო

    3. მიკი ვან დე ვენ - 70.4 მილიონი ევრო

    4. ნიკო უილიამსი - 70.1 მილიონი ევრო

სხვა სტატიები