Belive

გაბრიელ მარტინელი ალ ჰილალის ფეხბურთელი გახდა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გაბრიელ მარტინელი ინგლისის ჩემპიონ არსენალს დაემშვიდობა და კარიერას საუდის არაბეთის ალ ჰილალში გააგრძელებს. საუდის არაბეთის კლუბმა კონტრაქტი 2030 წლამდე დადო და ფეხბურთელი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. ბრაზილიელი ფლანგის შემტევი ლეანდრო ტროსარის კვალს გაჰყვა და ჩრდილოეთლონდონურ კლუბს 7-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ გამოეთხოვა. ამ პერიოდში მან „მეთოფეთა“ მაისურით 278 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა.

საუდის არაბეთში მარტინელი ვარსკვლავებით მოჭედილ ალ ჰილალს შეავსებს, სადაც პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე ყოფილი ვარსკვლავი - ოლე უოტკინსი (ასტონ ვილა) და კრისენსიო სამერვილი (ვესტ ჰემი) ირიცხებიან, რომლებიც არაბულ კლუბს ასევე მიმდინარე ზაფხულს შეუერთდნენ.

მარტინელი არსენალს 2019 წლის ივლისში, ბრაზილიური იტუანოდან შეუერთდა. მან არსენალთან ერთად 2003/2004 წლების შემდეგ ნანატრი ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.

არსენალში სტაბილურმა თამაშმა მარტინელს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრების საშუალება მისცა. მან მონაწილეობა მიიღო 2022 და 2026 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე და ამ დროისთვის „სელესაოს“ მაისურით 27 მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები