Belive

მნიშვნელოვანი სიახლე არსენალისთვის | სალიბა ვარჯიშებს დაუბრუნდა

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენალისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. უილიამ სალიბა, გუნდთან ერთად, ვარჯიშებს დაუბრუნდა. ფრანგ მცველს ივლისის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ესპანეთის წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო.

სამედიცინო კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ ფრანგს ოპერაცია არ სჭირდებოდა. 25 წლის ფეხბურთელმა სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც სალიბა ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. გუნდს კი ორშაბათს შეუერთდა. ფრანგმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ივარჯიშა და სამშაბათს თანაგუნდელებსაც შეუერთდა.

ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა სალიბა სლავია პრაღასთან მატჩის განაცხადში, რადგან არსენალი მის დაბრუნებას სიფრთხილით ეკიდება. შაბათს, "მეთოფეები" ჰალ სიტის დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც ნოემბრის სანაკრებო პაუზა დაიწყება. ეს სალიბას, ვარჯიშებზე ფიზიკური ფორმის სრულად აღსადგენად, კიდევ დამატებით დროს მისცემს.

სხვა სტატიები