Belive

ფრენკი დე იონგი: ,,კვარაცხელიას უნდა ვუფრთხილდეთ''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, ,,ნაპოლისთან'' მატჩის წინ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონი მათთვის რთულია, ნაპოლი შესანიშნავი გუნდია, რომელშიც უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პრობლემებს შეგვიქმნიან.

კვარაცხელია ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, რომელსაც საკუთარი გუნდისთვის უპირატესობის მოპოვება შეუძლია. მას ყველაფერი აქვს - იტანს გოლებს, აკეთებს საგოლე გადაცემებს... ხვალ მას უნდა ვუფრთხილდეთ. - ფრენკი დე იონგი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,ნაპოლი'' კატალონიის ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები